რეზონანსი
01.11.2022

„კეზეროვიჩების“ განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო, როგორც კი დასრულდება „გოცირიძის“ მეტროს ექსპლუატაციაში მიღების პროცესი, მაშინვე გაიხსნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მეტროს სადგურ „გოცირიძის“ გახსნის ვადებზე და ანტიკორუფციული მოძრაობის ბრალდებების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი ინფორმაციით, „გოცირიძის“ მეტროს სამუშაოები დასრულებულია. “კეზეროვიჩების” განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო. რაც შეეხება „გოცირიძის“ მეტროს, სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცესი. როგორც კი დასრულდება ექსპლუატაციაში მიღების პროცესი, მაშინვე გაიხსნება”,- აღნიშნავ კალაძემ.

ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის, ლაშა ფარულავას განცხადებით, „ის, რომ მეტროს სადგური „გოცირიძე“ ჯერ კიდევ არ არის გახსნილი, ნათელი დადასტურებაა, როგორ ჭაობშია თბილისის მერია - კორუფციის, გულგრილობის, უპასუხისმგებლობის“. მისივე თქმით, მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ შარშან გაფორმდა და სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სადგური მგზავრებს ამ დრომდე ვერ ემსახურება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×