რეზონანსი
01.11.2022

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „გენერალური პროკურატურის“ ინფორმაციით, მაღაზიებში ქართული პროდუქციის გადამოწმების პროცედურა დაასრულა. დე ფაქტო „უწყების“ ინფორმაციით, მაღაზიებში აღმოაჩინეს 74 ქილა „ხაშის“ კონსერვი, რომლის ეტიკეტებზე დატანილია საქართველოს დროშა და საქართველოს რუკა, რომელიც მოიცავს აფხაზეთის ტერიტორიას. გარდა ამისა, მაღაზიებში 11 ბოთლი ქართული მინერალური წყალი - „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“, „ლიკანი“ და „საირმე“ აღმოაჩინეს.

აფხაზეთის „გენერალური პროკურატურის“ ინფორმაციით, პროდუქცია სოხუმის სასურსათო მაღაზიებში, ასევე გუდაუთის, გაგრის, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში იყიდებოდა. მათი მტკიცებით, დაირღვა „აფხაზეთის საბაჟო კანონმდებლობა“ და ინდმეწარმეებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ.

ე.წ. უწყების ცნობით, ოჩამჩირის სკოლა-ინტერნატში მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი „ატლასი“ აღმოაჩინეს, რომლის ყდის წინა მხარეს საქართველოს დროშაა გამოსახული.

„აფხაზეთის რესპუბლიკის განათლებისა და ენობრივი პოლიტიკის სამინისტროს შესთავაზეს ამ სახელმძღვანელოების შეცვლა გეოგრაფიის მასწავლებელთა მეთოდური ასოციაციის მიერ რეკომენდებული სახელმძღვანელოებით, კერძოდ, გამომცემლობა „დროფის“ მე-7 კლასის „ატლასის სახელმძღვანელოებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×