რეზონანსი
01.11.2022

თითქმის 2 კვირაა სამეგრელოში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. სერიოჟა გაბედავა სახლიდან 19 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ მის კვალს ვერ მიაგნეს. დაკარგული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის თემიდანაა, კონკრეტულად კი ბაშიდან. როგორც ახლობლები "მთავარი არხის" ვებგვერდს ატყობინებენ, შუახნის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახური და პოლიციაა ჩართული, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. მათივე ცნობით, დაკარგულს ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაძლოა არ ახსოვდეს სახლის მისამართი.

სხვადასხვა ვერსიებით, მამაკაცი სოფელ ნარაზენსა და სოფელ ნაწულუკში შენიშნეს, მას შემდეგ კი კვალი ქრება. როგორც ახლობლები ამბობენ, კამერებიდან ჩანაწერები ჯერ არ ამოუღიათ.

ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს, ტელეფონის ნომერზე - 558601644

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×