რეზონანსი
01.11.2022

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან არ გადის და მას დროებით აჩერებს. 

"ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ამ ოპერაციაში მონაწილეობას ვწყვეტთ. არა, ჩვენ ვამბობთ, რომ მას დროებით ვაჩერებთ", - თქვა პუტინმა.

პუტინის მტკიცებით, უკრაინულმა დრონებმა იგივე უსაფრთხო დერეფნები გაიარეს, რომელსაც მარცვლეული გემები იყენებდნენ. 

"ამით მათ შექმნეს საფრთხე, როგორც ჩვენი გემებისთვის, რომლებმაც მარცვლეულის ექსპორტის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ, ასევე სამოქალაქო გემებისთვის, რომლებიც ამაში არიან ჩართული", - თქვა მან.

შეგახსენებთ, 29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან ტოვებს და აცხადებს, რომ  გადაწყვეტილება სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე "თავდასხმების" შემდეგ მიიღო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×