რეზონანსი
31.10.2022

პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პოლიტიკურად ამორალურია, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი პარტიულ ინტერესებს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებზე მაღლა აყენებს.

მისი თქმით, დღეს არავის შეუძლია წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკომისია საქართველოსთან დაკავშირებით.

„შეუძლებელია ვინმემ იცოდეს როგორი იქნება ევროკომისიის გადაწყვეტილება. მე არ მომწონს დამოკიდებულება საკითხისადმი, როდესაც ნიჰილიზმზეა ორიენტაცია აღებული - რომ არაფერი გამოვა, სტატუსს არ მოგვცემენ. თითქოს აზრი არ აქვს არაფერს. მე ვფიქრობ, თუ პარლამენტში ხარ, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ამ მიზანს მიაღწიო", - აღნიშნა იოსელიანმა.

დეპუტატის აზრით, პარტიული ინტერესები ყველამ გვერდით უნდა გადადის, როცა საქმე ქვეყნის ევროპულ მომავალს ეხება.

„ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში. რომელიც შეიყვანს, გამოვალ და ვიტყვი, რომ მან ეს შეძლო. გამოვალ და ტაშს დავუკრავ, რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს ის პარტია ჩემთვის", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×