რეზონანსი
31.10.2022

უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და რეგიონებზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად 13-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.

„ამ დროისთვის გვყავს რუსეთის ფედერაციის მიერ დღეს განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავებული 13 ადამიანი. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურასთან ერთად დავადგენთ დანაკარგებს და დავაფიქსირებთ იმ დანაშაულებს, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაიდინეს", - განაცხადა კლიმენკომ.

რუსულმა ძალებმა კიევის ქალაქები დღეს დილით ისევ დაბომბეს. მათი მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები გახდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ოკუპანტებმა უკრაინის 10 რეგიონში 18 ობიექტს დაარტყეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×