რეზონანსი
31.10.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურს აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში, დოქტორ ტანი ბინ აჰმედ ალ ზეიოუდი და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე დახვდნენ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×