რეზონანსი
31.10.2022

კიევის ოლქის გუბერნატორის, ოლექსი კულებას განცხადებით, რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

„ოლქის მასიური დაბომბვის გამო დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. კიევის ოლქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. სპეციალისტები უკვე მუშაობენ შედეგების აღმოფხვრაზე. ამ დროისთვის არის ერთი მსხვერპლი, ვაზუსტებთ ინფორმაციას. განადგურებულია კერძო შენობებიც. მოვუწოდებ ყველას, ვისაც უშუქობა არ ეხება, გამოიყენონ ელექტროენერგია ეკონომიურად", - აცხადებს კულება.

უკრაინის ტერიტორიაზე დღეს განხორციელებულ მასიურ სარაკეტო თავდასხმას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკიც ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი აგრძელებს ბარბაროსულ სარაკეტო დარტყმებს უკრაინელ ხალხზე, რათა ქვეყანა სიცივესა და სიბნელეში დატოვოს.

„მილიონობით უკრაინელის მსგავსად, ჩვენი გუნდი კიდევ ერთხელ თავშესაფარშია, რადგან რუსეთი აგრძელებს უხეშ და ბარბაროსულ სარაკეტო დარტყმებს უკრაინელ ხალხზე, რათა ქვეყანა სიცივესა და სიბნელეში დატოვოს, როცა ზამთარი გვიახლოვდება", - წერს ელჩი „ტვიტერში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×