რეზონანსი
30.10.2022

მამაკაცი, რომელმაც თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში", სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, ხელყუმბარა ააფეთქა, კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.

აფეთქების შედეგად, მამაკაცს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა ქვედა კიდურებზე, გულმკერდზე და თავზე. კლინიკაში მიყვანისას მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში", მამაკაცმა სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, თავის აფეთქება სცადა. შემთხვევა 27 ოქტომბერს, ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სასტუმროს ნომერი დაიქირავა, სადაც, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ააფეთქა.

როგორც "ინტერპრენსიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×