რეზონანსი
30.10.2022

ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა, დაუბრუნდეს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას.

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა „ტვიტერზე" განაცხადა.

"რუსეთის გადაწყვეტილება შეაჩეროს მონაწილეობა შავი ზღვის შეთანხმებაში, საფრთხეს უქმნის ძალიან საჭირო მარცვლეულისა და სასუქების მთავარ საექსპორტო მარშრუტს. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს შეთანხმებას", - წერს ბორელი.

რუსული სახელმწიფო მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი, შავი ზღვის ფლოტში მომხდარი აფეთქებების გამო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტს.

ცნობისთვის, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე 29 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "ტერაქტები" უწოდა და მათი განხორციელება "ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით" უკრაინელებს დააბრალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×