რეზონანსი
30.10.2022

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, პუტინთან მოლაპარაკების გამართვას აზრი არ აქვს,რადგან რუსეთი არაადეკვატურ პოზიციას ინარჩუნებს.

მისივე თქმით, დონეცკის ან ლუგანსკის დეოკუპაცია რუსეთში პოლიტიკური ელიტის ცვლილებებს გამოიწვევს.

"რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვას აზრი არ აქვს. ისინი ამდრომდე ინარჩუნებენ არაადეკვატურ პოზიციას, პუტინს ჯერ კიდევ ის მიზნები ამოძრავებს, რაც 23 თებერვალს ჰქონდა. მან 8 თვის განმავლობაში ევოლუცია ვერ განიცადა. რუსეთში ახალი პროცესები იწყება, დონეცკის ან ლუგანსკის დეოკუპაცია რუსეთში პოლიტიკური ელიტის ცვლილებებს გამოიწვევს. რევოლუცია დაიწყება, დღესაც ვხედავთ, რომ დაპირისპირება დაწყებულია" - ამბობს ერმაკი

ცნობისთვის, რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გადის და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე "თავდასხმების" შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს გაფორმდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×