რეზონანსი
29.10.2022

ფაქტი, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია არის დეპოლარიზაცია, ყველა კარგად ვხვდებით ეს რისი შედეგია. ვერ დამისახელებთ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან თუ რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლებას არ ჰქონია შეთავაზება ოპოზიციის მიმართ, რომ კონსტრუქციულად მიეღოთ მონაწილეობა, ამ საკითხების გადაწყვეტაში და მათ ეს კიდევ უფრო მეტი დესტრუქციისთვის არ გამოიყენეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„საერთაშორისო საზოგადოებას აქვს იმის მოლოდინი, რომ საქართველოსვე იქნება ერთხმიანობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა. ერთი მხრივ ვხედავთ, რომ მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები, მაგრამ მერე მხრივ ვხედავთ, რომ ხალხი დადის და იძახის, რომ საქართველოს არ ეკუთვნის ეს იმიტომ, რომ თქვენ რასაც ხედავთ ეს რეალობა არ არის. ამის მარტივი უარმყოფელი არის ის, გარემოება, რომ საქართველოს ამომრჩეველს ვერ არწმუნებენ საკუთარ სისწორეში და დარწმუნებული ვარ საბოლოო ჯამში მათაც ვერ დაარწმუნებენ, როგორც მთლიანად დასავლურ ინსტიტუციას. არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც ეს განწყობები არსებობს და ამაზე მოქმედებენ. რაღაც პარტიული აფილიაციებია, პირადი დამოკიდებულებებია და ა.შ. რა თქმა უნდა ეს არის, ამის უგულებელყოფა არ შეიძლება და ზუსტად ამასთან გვიწევს ჩვენ გამკლავება. როდესაც რომ, რომ ერთ-ერთ დოკუმენტში ხვდება მიხეილ სააკაშვილი, როდესაც დოკუმენტი არაფერ შუაში არ არის მიხეილ სააკაშვილთან. საიდან მოდის ეს ყველაფერი, მოდის ამ საკითხებიდან. ამ ადამიანებს ერევათ სტრატეგიული საკითხები და ქვეყნის ინტერესები საკუთარ პარტიულ ინტერესებთან ", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×