რეზონანსი
29.10.2022

1-ელ ნოემბერს საქართველოში უკრაინელი სამხედროების შვილები, მცირეწლოვანი ბავშვები და მათი მშობლები ჩამოვლენ და 10 დღის განმავლობაში დაისვენებენ.

პროექტის ფარგლებში ბავშვები მოინახულებენ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს სხვადასხვა მხარესა თუ კუთხეში.

უკრაინელი ბავშვების საქართველოში დასვენების პროგრამა ოდესაში საქართველოს გენერალური კონსულის თორნიკე ბერეკაშვილის და ქართული მხარის ჩართულობით განხორციელდება. ბავშვების დასვენებასა და მათთვის გასართობ-შემეცნებითი პროგრამის განხორციელებას დეპუტატი ბექა ოდიშარია უზრუნველყოფს.

„დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში გატარებული დრო მათთვის იქნება ტკბილი მოგონება სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. ეს მისცემს მათ სტიმულს, რომ მომავალში იმეგობრონ ქართველებთან და ხშირად მოინახულონ საქართველო. ამ პროექტის ორგანიზებით, მასში მონაწილეობითა და დაფინანსებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო მეგობრობას და უკრაინისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას. ქართული მხარე მოხარულია და მუდამ მზადაა, ქართული ტრადიციებისამებრ გულთბილად უმასპინძლოს უკრაინელ ბავშვებს და დედებს, განსაკუთრებით მათთვის ასეთ მძიმე პერიოდში", - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×