რეზონანსი
29.10.2022

დღეს ფაქტი ფაქტად რჩება, რომ არ არსებობს წინაღობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ეს არის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ დღეს გადავედით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში" განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ინტეგრაციის პროცესი რთულია და იმ ომმა, რომელიც რუსეთი ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ, ბევრი პროცესი დააჩქარა და ახალი გარემოებები შექმნა.

„ინტეგრაციის პროცესი უფრო ადრე დაიწყო და ამას ჰქონდა ბევრი სხვადასხვა მდგენელი და ამ პირობებშიც იყო გარკვეული საკითხები, რომელიც შეიძლებოდა უფრო ფართო გაგებით აღგვექვა და უფრო სხვა მიდგომები ყოფილიყო კონკრეტული აქტორების მხრიდან. მაგრამ, დღეს ფაქტი ფაქტად რჩება, რომ არ არსებობს წინაღობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ეს არის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ დღეს გადავედით.

რეფორმები ჩვენ არ გვაშინებს. არ გვაშინებს იმ პირობებშიც, როცა ძალიან დესტრუქციულ ქმედებებს ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან იმიტომ, რომ გვაქვს გამოცდილება, რომ მათი მხარდაჭერის გარეშეც ამ რეფორმების გატარება შეგვიძლია", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×