რეზონანსი
28.10.2022

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია განცხადებას ეხმაურება, სადაც ექსპრემიერი ამბობს, რომ დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია.

„ამ ადამიანმა გაიარა ამ ხელისუფლებაში თანამდებობაზე მუშაობის ყველა ეტაპი. როცა გაიქცა ხელისუფლებიდან, მერე გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, ამიტომ არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!"- დაწერა გიორგი გახარია „ტვიტერზე".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×