რეზონანსი
28.10.2022

ღუდუშაურის კლინიკის ექიმის, გიორგი ბერიაშვილის განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში", ხელყუმბარა ააფეთქა, კრიტიკულ მდგომარეობაშია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს კლინიკაში მიყვანისას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ოპერაცია ჩაუტარდა.

„პაციენტი შემოიყვანეს წუხელ, ღამის 02:00 საათზე. აფეთქების შედეგად აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები ქვედა კიდურებზე, გულმკერდზე, თავზე, მდგომარეობა არის კრიტიკული. ღამის განმავლობაში ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, ამჟამად მდგომარეობა არის კრიტიკული, იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში და მიმდინარეობს მკურნალობა. პაციენტი შემოსვლისას მძიმე მდგომარეობაში იყო, კომა იყო გამოხატული, ამიტომ თვითონ ჩივილები ვერ გადმოსცა, რა მოხდა", - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში", მამაკაცმა სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, თავის აფეთქება სცადა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ამ დროისთვის სასტუმრო დალუქულია. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სასტუმროს ნომერი დაიქირავა, სადაც, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ააფეთქა..

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×