რეზონანსი
28.10.2022

იშვიათად ვეთანხმები აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა დავეთანხმო მის მოსაზრებას, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაძაბულობა მხოლოდ მათ საერთო მტერს აძლევს ხელს. კიევში წესით ეს უნდა ესმოდეთ, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე დამანგრეველი ომის ფონზე, ამ ქვეყნის სამოქალაქო სექტორის ხმა პრაქტიკულად არ ისმის.

„უკრაინაში მიმდინარე დამანგრეველი ომის ფონზე, ამ ქვეყნის სამოქალაქო სექტორის ხმა პრაქტიკულად არ ისმის. გასაგებია, რომ ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების თუნდაც საქმიანი და კეთილგანწყობილი კრიტიკა, არ აღიქმება იქ კარგ ტონად და შეიძლება სერიოზულ შარშიც გაეხვიო. ეს რომ არა, ვფიქრობ სამოქალაქო სექტორი დასვამდა ხელისუფლების წინაშე კითხვებს, მათ შორის იმაზე, არსებობდა თუ არა სერიოზული და უტყუარი ფაქტებით გამყარებული საფუძველი სტრატეგიულ პარტნიორად მიჩნეულ ქვეყნის მოქალაქეებისათვის სანქციების დაწესების? ჩვენ აქ საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა ხომ ვიცით ვის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.

რა შედეგი დადგა ამ ნაბიჯით? ის რომ უკვე საქართველოშიც გაჩნდა მოსაზრებები, ხომ არ დაგვეწესებინა საპასუხო სანქციები უკრაინის კონკრეტულ მოქალაქეებზე, რომლებიც ანტი-ქართული რიტორიკით გამოირჩევიან.

იშვიათად ვეთანხმები აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა დავეთანხმო მის მოსაზრებას, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაძაბულობა მხოლოდ მათ საერთო მტერს აძლევს ხელს. კიევში წესით ეს უნდა ესმოდეთ"- წერს ანჯაფარიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×