რეზონანსი
27.10.2022

დღევანდელი მდგომარეობითა და იმ განცხადებების ფონზე, რომლებიც კეთდება ჩვენ ვხედავთ, რომ რაიმე ხელშესახები პროგრესი არ არის ამ 12 მოთხოვნის შესრულების მიმართულების მიმართულებით, , - ასე ეხმაურება ფრაქცია „ლელო საქართველოსთვის" წვერი, სალომე სამადაშვილი ვაშაძის, ჯაფარიძისა და ხოშტარიას განცხადებას. „ჩვენ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ ამ ეტაპზე წარმატების ნიშნები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით არ ჩანს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ზურა გირჩი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ელენე ხოშტარია, „ქართულ ოცნებას" სატელევიზიო დებატებში იწვევენ, რომლის მიზანი ევრორეკომენდაციების პუნქტობრივი განხილვა იქნება. განცხადებაში იდეის ავტორები წერენ, რომ წარმოადგენენ არგუმენტებს, თუ რატომ აქვს საქართველოს დაბალი შანსი, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, შეჯამებულია ბრიუსელში მათი სტუმრობა და შეხვედრები ევროპელ პოლიტიკოსებთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×