რეზონანსი
27.10.2022

მკვლელობა კახეთში - ოჯახური კონფლიქტის შედეგად ძმამ და მოკლა. ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ძმა დაკვებულია.

მოკლულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მცხოვრები 34 წლის მერი ალადაშვილი. ახალგაზრდა ქალს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ირკვევა, რომ სუფრიდან წამოსულ ძმებს გზად მანქანაში შელაპარაკება მოუვიდათ. დაპირისპირებულების გაშველება კი მათთან ერთად მყოფმა დამ სცადა, რა დროსაც მან სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანი-ჯუგაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოხდა.

"გადმოაგდეს მანქანიდანო... გოგო მოკვდა, აღარ არის, 2 პატარა შვილი დარჩა. თავი აქვს გახეთქილი ეტყობა რომ გადმოვარდა, ასფალტზე დაარტყა თავი," - უყვება "კურიერს" ერთ-ერთი ადგილობრივი.

"ძმები ჩხუბობდნენ და გაშველების დროს დაიღუპაო" - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

ცნობისთვის, კახეთში ძმამ და მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 10-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი კვალზე დააკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×