რეზონანსი
27.10.2022

აშშ-ს ყოფილ ელჩს წესით კარგად უნდა ესმოდეს, რომ მან არ უნდა დააკნინოს რეგიონული სამშვიდობო ინიციატივები. ამ ომს მასზე არანაირი გავლენა არ აქვს; თუმცა ამ ომს პირდაპირი გავლენა აქვს მილიონობით ადამიანზე ევროპაში, - ასე გამოეხმაურა ლევან ქარუმიძე იან კელის განცხადებას. შესაბამისი კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„თუ ადამიანს არ შეგიძლია სხვისი მცდელობის დაფასება, მინიმუმ უნდა ეცადო რომ ამ მცდელობებს ჩირქი არ მოსცხო. უკრაინელი ხალხი იპოვის სამართალს და რუსეთი დაისჯება იმ ბოროტების გამო, რომელსაც ის ავრცელებს. ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მშვიდობას ვერ ექნება ალტერნატივა. თუ ჩვენ გვინდა ძლიერი ევროპა, მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავამკვიდროთ მშვიდობა!" - წერს ქარუმიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×