რეზონანსი
27.10.2022

ეს დაუცხრომელი სამეული მაქსიმალურად ცდილობს, რომ საქართველოს ინტერესები დააზიანოს და ტყუილ-მართალის არევით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, - ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, მათ 12 რეკომენდაციის შესრულებაში არანაირი წვლილი არ შეუტანიათ, პროცესის დაზიანების გარდა.

„ხოშტარიამ და ჯაფარიძემ პარლამენტი საერთოდ დატოვეს იმ მიზნით, რომ საბოტაჟი ბოლომდე გაეგრძელებინათ პარლამენტარიზმისთვის და დემოკრატიისთვის. აქედან გამომდინარე, მათ განცხადებებს მორალური საფუძველი არ აქვს. მათი მიზანია, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მაქსიმალური საბოტაჟი ყველგან და ყველაფერში. არის კიდევ მეორე ტყუილი - ყველამ ვიცით, რომ ევროკავშირმა ოფიციალური განაცხადი გააკეთა იმის თაობაზე, რომ შეფასება და კანდიდატის სტატუსზე მსჯელობა მოხდებოდა არა დეკემბერში, არამედ 2023 წლის შემოდგომაზე. აქედან გამომდინარე, ამ პროცესის ლოგიკური დასასრული უნდა იყოს 2023 წლის შემოდგომაზე. რაც შეეხება დამაზიანებელ რეზოლუციას, რომელსაც ასე გულმოდგინედ აგროვებენ, თუ ისევ იმ პრაქტიკას მიყოფენ ხელს, რომ რეზოლუციაში ჩუმად უნდა შეაცურონ ჩანაწერი, ამის ოსტატები არიან და ამაში დაოსტატებული თანამზრახველი გამოძებნილი ევროკავშირშიც ჰყავთ. საქართველო თავისი გზით მიდის, მაგრამ სამწუხაროდ, არიან ქართველი ორჯონიკიძეები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოს ამ გზაზე სიარულს ხელი შეუშალონ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×