რეზონანსი
25.10.2022

ევროპული საბჭო ჩვენი რეგიონის მიმართულებით იხედება, ამიტომ ამ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა შედის ევროპის ინტერესებში, ისევე როგორც ჩვენს ინტერესებში, - ამის შესახებ „ჯეოქესისი“ დირექტორმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ორმა ომმა: მთიან ყარაბაღში და უკრაინაში, ახალი შტრიხები შეიტანა რეგიონში ძალთა ბალანსის გადანაწილებაში, აქედან გამომდინარე პროცესები იმდენად სწრაფად მიმდინარეობს და მოვლენები იმდენად სწარფად იცვლება, ჩვენ გაცილებით უფრო, თვისობრივად ღრმა ცვლილებების მოლოდინში უნდა ვიყოთ.

ეს კოოპერირება აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ახლო წარსულში მეტად საკამათო პლატფორმა 3+3, რომელსაც რეალურად ბუნებრივი წანამძღვრები არ გააჩნდა, სწორედ ამის საპასუხოდ შეიძლება გამოდგეს საწყის ეტაპზე ბაქოსა და თბილისს შორის საერთო ენის გამოძებნა და შემდეგ ამ დიალოგში ერევნის შესვლა“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×