რეზონანსი
25.10.2022

მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტი მერიის საცურაო აუზზე. მუშტაიდის ბაღთან მდებარე აუზზე, მოზარდები და მათი მწვრთნელი, სავარაუდოდ ქლორის ზედოზირებით მოიწამლნენ.

ისინი ამ დროისთვის სახლში მკურნალობენ. არასრულწლოვანების მშობლები მერიას გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათივე თქმით, მსგავსი ფაქტი ადრეც დაფიქსირდა, რის გამოც კალაძის უწყებას მიმართეს ნივთიერების შეცვლის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

"650 ლარის ეკონომია გაკეთდა ქლორზე და ძალიან მოიწამლნენ. ირაკლი გვილავას ვაცნობე....იმ დროს ბავშვები არა, პირველი მე დამარტყა შემდეგ შემპირდნენ, რომ ყველაფერს გამოასწორებდნენ, მერიაში ირაკლი გვილავამ ყველაფერი იცოდა არავინ არ გამოასწორა ეს საკითხი. მეორედაც, როდესაც მომივიდა ეს, ყველა მშობელს ვეუბნებოდი, რომ იწამლებიან ბავშვები და არ შეიძლება ამის სუნთქვა. იმავენაირად მერიიდან მოვიდნენ, გამოსწორდება ყველაფერი, დიდუბის გამგეობაში მისული ვიყავი, რომ რეაგირება მოეხდინათ, თუმცა როგორც ყოველთვის რეაგირება არ იყო და მესამე ეტაპზე, მეორე მწვრთნელიც მოიწამლა, მისი ყველა ბავშვი იმიტომ , რომ კარები იყო დახურული, მე როდესაც შევედი შაბათს ვიგრძენი, რომ იყო ქლორი. კარები გავაღე, ჩემი ბავშვებიდან არის 6 მოწამლული" - ამბობს მწვრთნელი ნინო ქავზინაძე.

წყარო: მთავარი არხი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×