რეზონანსი
25.10.2022

პარლამენტი სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა უკვე მოუსმინეს ანა აბაშიძეს, რომლის კანდიდატურაც არასამთავრობო სექტორმა შეარჩია და პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმა წარუდგინეს. ამ წუთებში კომიტეტში მარიკა არევაძეს უსმენენ, თუმცა ვიდრე მისი კანდიდატურის განხილვა დაიწყებოდა, დეპუტატებს შორის იყო სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უპასუხა. კეროდ, წითლიძემ ფოტო გამოაქვეყნა და ამტკიცებდა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კითვებს უგზავნიან.

„დასაძრახიც არაფერი არ არის, როდესაც ვიღაცას უნდა, რომ ქვის ხანაში იყოს, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ქალბატონი ანა წითლიძეა, რომელიც ქვის ხანაშია. მე მიწევს ელემენტარულის განმარტება, ქალბატონო წითლიძე, ეს არის ნოუთბუქი, სამუშაო წიგნაკი. თქვენ ვერ მომიყვანთ ვერცერთ ფაქტს, რომ მეილით, რომ თითქოსდა, ვიღაცამ მეილით რაღაც გადმომიგზავნა. ეს თქვენში არ შეგეშალოთ“, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×