რეზონანსი
25.10.2022

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი და მინისტრი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში, ირინა ვერეშჩუკი უკრაინელებს, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან, სთხოვს, სამშობლოში ზამთრისთვის არ დაბრუნდნენ, რადგან ის შეიძლება რთული იყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რუსეთის ტერორისტული თავდასხმების გამო.

მისი თქმით, რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორზე გადავიდა, რადგან არმიას ვერ ებრძვის და ბრძოლის ველზე აგებს.

ირინა ვერეშჩუკმა განმარტა, რომ თუ საზღვარგარეთ მყოფ უკრაინელებს საშუალება აქვთ ზამთარი იქ გაატარონ, მაშინ ასე უნდა მოიქცნენ.

„გთხოვთ, არ დაბრუნდეთ, ზამთარი უნდა გადავიტანოთ. სამწუხაროდ, ქსელები ვერ გაუძლებს, ხედავთ რას აკეთებს რუსეთი. თუ შესაძლებელია, დარჩით, საზღვარგარეთ გამოიზამთრეთ“, - აღნიშნა ვერეშჩუკმა.

შეგახსენებთ, 10 -20 ოქტომბრის პერიოდი რუსეთმა უკრაინის 16 ოლქში სარაკეტო იერიშებითა და „კამიკაძე-დრონებით“ 400-ზე მეტი ობიექტი, მათ შორის ათობით ენერგეტიკული ობიექტი, დააზიანა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×