რეზონანსი
25.10.2022

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სრულიად ნორმალური ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ იყო ინფორმირებული. 

"ჩვენ უნდა მივეჩვიოთ კანონის პატივისცემას. კანონით ასეთი მოვალეობა არ არის გათვალისწინებული და არ მგონია, რომ რამე არანორმალური იყოს იმაში, თუ მთავრობა დაგეგმავს საგარეო ურთიერთობის ფარგლებში ვიზიტებს, რომელშიც შეიძლება უშუალოდ მონაწილეობას არ ღებულობდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი. არ მგონია, რომ ეს იყოს უცნაური. მგონია, რომ ეს აბსოლუტურად ნორმალურია," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ცნობისთვის: 7 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ვიზიტად მყოფ ილჰამ ალიევს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში გვიან ღამით დასრულდა

ალიევის ვიზიტს მალევე მოჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევის ვიზიტის თაობაზე ინფორმირებულ არ ყოფილა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×