რეზონანსი
25.10.2022

ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ლევან მარტიაშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა.

დაკავებულს სამი ადამიანის მკვლელობის მცდელობას ედავებიან. თავად ბრალდებული ბრალს არ აღიარებს, მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ მარტიაშვილმა ასაფეთქებელი მასზე თავდასხმის დროს, თავდაცვის მიზნით გამოიყენა და არ იცოდა, რომ ის ნამდვილი იყო.

"ერთადერთი საშუალება, რომ ამ ადამიანს საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინა იყო შეშინება. არ იცოდა ნამდვილიო იყო თუ არა და აპირებდა შესაბამის განყოფილებაში მიტანას, ფაქტამდე რამდენიმე ხნით ადრე განხორციელდა მასზე თავდასხმა და შეშინების მიზნით როცა ამოიღო ამ ჭიდილში თავი გაძვრა და მიუხედავად ამ ძალადობრივი ქმედებისა, მან გაიაზრა, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო ნამდვილი და იმ ავტომობილის ქვეშ შეაგორა, რომელშიც თავადვე იჯდა", - თქვა ლევან მარტიაშვილის ადვოკატმა.

ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება 3 დღის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ბრალდებული 23 ოქტომბერს დააკავეს, მას ბრალი 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×