რეზონანსი
22.10.2022

გასცდება თუ არა საქართველოს ფარგლებს ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის დავა - ქვეყნის პირველი ჩოგნის ყოფილი მეუღლე არ გამორიცხავს, რომ პროცესებმა ევროპულ სასამართლოში გადაინაცვლოს, თუმცა მოდავე მხარეებს მანამდე სააპელაციო სასამართლო ელოდებათ. პროკურატურას უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ხათუნა ხარჩილავას გამოტანილი განაჩენი გაასაჩივროს. 2 - წლიანი დავა საქალაქო სასამართლომ გუშინ დაასრულა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალდების ყველა ნაწილში გამართლდა.

ნელი დოროყაშვილი ფიქრობს, რომ ძალადობის გამართლებით მოსამართლემ განაჩენი ძალადობის მსხვერპლ ყველა ქალს გამოუტანა. ეს განაჩენი მისთვის სამართლებრივი დავის დასასრული არ არის. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი რომ იყო, ამის დასამტკიცებლად ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ყველა შესაძლო გზას გამოიყენებს საქართველოში თუ მის ფაგლებს გარეთ.

როგორ შეხვდა ნიკოლოზ ბასილაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას, ეს სხდომათა დარბაზში გადაღებულ კადრებშიც ჩანს. მოგვიანებით, კურიერთან ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში კი განმარტა, რომ მისი პირველი ამოცანა შვილთან ურთიერთობის აღდგენაა.

გახმაურებული დავის პირველ ეტაპზე, ბასილაშვილი ბრალდების ყველა ეპიზოდში გაამართლდა. იყო თუ არა დოროყაშვილი ძალადობის მსხვერპლი ეს ახლა მოსამართლეთა სამკაციანმა კოლეგიამ უნდა დაადგინოს. საქმე სააპელაციო სასამართლოში გადადის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×