რეზონანსი
22.10.2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აცხადებს, რომ ბელარუსიდან ახალ შეტევას კიევზე, 100%-ით გამორიცხავს.

„თუ აქამდე ეჭვი მეპარებოდა მართლა გადიოდა თუ არა რუსეთი ხერსონიდან, ახლა პრაქტიკულად დავრწმუნდი ამაში, ოღონდ ამავე დროს შეეცდებიან ეს მაქსიმალური ფასი დაუსვან ჩვენებს.

ასე თუ ისე ხერსონი საბოლოოდ წყვეტს ამ ომის ბედს.

რაც შეეხება ბელარუსიდან ახალ შეტევას კიევზე, მე ამას 100%-ით გამოვრიცხავ. ვიცნობ რა კარგად ლუკაშენკოს და ბელარუსთა განწყობას. ბელარუსში ძალებს ანლაგებენ მხოლოდ ერთი მიზნით, რათა უკრაინამ სამხრეთში და აღმოსავლეთში გამოსაყენებელი ძალების ნაწილს მუდმივად ინარჩუნებდეს ბელორუსის საზღვრებზე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×