რეზონანსი
22.10.2022

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის პლატფორმის „ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში" საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში, ვიდრე იმ მუნიპალიტეტებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია

პრეზიდენტის თქმით, საჭიროა, საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალება გამოიყენოს.

„მოქალაქეების მეტი ჩართულობით ბევრს მივაღწევთ - მეტ დემოკრატიას, დეპოლარიზაციას, რადგან, როცა კონკრეტულ საქმეში მოქალაქეები ერთად არიან ჩართულნი, იქ უკვე პოლიტიკური დაძაბულობა ნაკლებადაა (ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი არის). პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში და ცენტრში, ვიდრე, იმ მუნიციპალიტეტებში, ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების პრაქტიკა, ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია. ამიტომ საჭიროა, როგორც ქვეყანამ და როგორც საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალება გამოვიყენოთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის რეკომენდაციების მეათე პუნტზეც, რაც გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს და აღნიშნა, რომ ეს ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიმართულებაა.

„ევროპული 12 პუნქტიანი რეკომენდაციის მეათე პუნქტი თქვენ ხელშია, რათა ამ მიმართულებით მაინც დავდოთ ის შედეგი, რომელსაც ვასრულებთ არა იმიტომ, რომ ეს ევროპელების მოთხოვნაა, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის განვითარებისათვის არსებითი და აუცილებელი მიმართულებაა. თანამედროვე და ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიმართულებაა", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×