რეზონანსი
22.10.2022

პოლონეთში მომხდარი საზარელი ავარიის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ცნობილია, რომ პოპზნანთან მომხდარი ავარიის დროს მარნეულის მუნიციპალიტეტის აზიზკენდში მცხოვრები 22 წლის ალი აბდულაევი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირლიკის 34 წლის ქერემ ბაირამოვი დაიღუპნენ.

ავარიას სამი ადამინის ემსხვერპლა თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინაა მესამე გარდაცვლილი (სავარაუდოდ ქალბატონი).

აღსანიშნავია, რომ სამივე დაღუპული საქართველოს მოქალაქეა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ დაახლოებით 17:30 საათზე ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 5 კი მძიმედ დაშავდა.

წყარო: mega.tv

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×