რეზონანსი
21.10.2022

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 429 ბავშვი მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„21 ოქტომბრის დილისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 429 ბავშვი და დაშავდა 817", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 417 ბავშვი დონეცკის ოლქში დაზარალდა.

უწყების განმარტებით, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×