რეზონანსი
21.10.2022

ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ის ქვეყანა, რომელიც თითქოს, ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვიცილეთ, რომ სანქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლებამ დააწესა, როგორც გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს ეკუთვნის. ამ საბჭოს ხელმძღვანელი კი ის პირია, რომელიც ჩვენს ერს, ჩვენს სამშობლოს, საქართველოს ომში ჩაბმისკენ მოუწოდებდა და არ ადარდებდა ის, თუ რა გავლენას იქონიებდა ეს ჩვენს თაობებზე და იმ ოკუპირებულ ქვეყანაზე, რომელიც უკრაინაზე ადრე იყო საქართველო.

ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ის ქვეყანა, რომელიც თითქოს, ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს. ალბათ, უშიშროების საბჭოსგან მომდინარე ეს გადაწყვეტილება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, მაგრამ ეს არ მოხდება. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა", - განაცხადა წულუკიანმა.

უკრაინამ საქართველოს ხუთ მოქალაქეს, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის ოთხ ნათესავსა და ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს სანქციები დაუწესა. განკარგულებას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×