რეზონანსი
20.10.2022

ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის, ნათია გურულის განცხადებით, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

გურულის განმარტებით, დასკვნით სიტყვაში მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ დამახინჯებული ფორმით იყო წარმოდგენილი.

„დღეს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა მოვისმინეთ და მინდა გითხრათ, რომ დაცვის მხარის დაახლოებით, 5-საათიან დასკვნით სიტყვაში მტკიცებულებები წარმოჩენილი იყო აბსოლუტურად დამახინჯებული ფორმით. ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვის ეტაპზე არგუმენტირებულად შეაფასა, თუ რატომ არის თითოეულ ბრალდებასთან დაკავშირებით დადასტურებული მტკიცებულებებით ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, სასამართლო ნამდვილად სწორ ანალიზს გაუკეთებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბუნებრივია, მოლოდინი გვაქვს, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. დაცვის მხარე საუბრობს ნელი დოროყაშვილის მხრიდან თითქოს, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ამასთან დაკავშირებით, თავად დაცვის მხარის მტკიცებულებით ნატალია ნაჭყებიას ჩვენებით არის ეს ფაქტი გამორიცხული. ეს გახლავთ ერთ-ერთი იმ უზუსტობათაგანი, ამასთან არის საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, რაც ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილის და შემთხვევის დროს, კონკრეტული მოწმე, რომელიც საუბრობს, თითქოს თვითმხილველი იყო, ფიზიკურად ვერ იქნებოდა კონკრეტულ დღეს და დროს შემთხვევის ადგილზე, ეს რამდენიმეა უზუსტობათაგან და ინფორმაციის დამახინჯების მცდელობა, თუმცა, სასამართლო იმისთვისაა, სწორად გაუკეთოს მტკიცებულებებს შეფასება და ანალიზი.

ნელი დოროყაშვილის ჩვენება თანხვედრაშია, როგორც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, ასევე დაცვის მხარის წარმოდგენილ ობიექტურ მტკიცებულებებთან", - განაცხადა გურულმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×