რეზონანსი
20.10.2022

დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, ახმედ ზაკაევი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ჩეჩნეთის დე-ოკუპაციის ჯერიც დადგება. მისი თქმით, ჩეჩნეთი კადიროვისა და პუტინის რეჟიმებისგან გათავისუფლდება.

"უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ჩეჩნეთის დე-ოკუპაციის ჯერიც დადგება. უკრაინის პარლამენტის აღიარება რუსეთის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიას ოკუპაციასა და ჩეჩენი ხალხის გენოციდთან დაკავშირებით, ძალიან ძლიერი მესიჯია. ჩეჩნეთი გათავისუფლდება კადიროვისა და პუტინის რეჟიმისგან. ჩვენ შევქმნით თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას, რომელსაც პარტნიორობა ექნება დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან. დარწმუნებული ვარ ევროპულ ოჯახსა და სტრუქტურაში ინტეგრაციას მოვახდენთ, რადგან ეს ევროპის ნაწილია. ამ ომში უკრაინის გამარჯვება, რუსეთის იმპერიის დასასრული იქნება. პუტინის დამარცხების შემდეგ კადიროვის დღეებიც დათვლილი იქნება", - თქვა ახმედ ზაკაევმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×