რეზონანსი
19.10.2022

კიდევ ერთი გატაცება საოკუპაციო ხაზთან სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 55 წლის მამაკაცი დააკავეს.

თამაზ გლურჯიძე ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი. ის ერთ-ერთ თანასოფლელთან სტუმრად იმყოფებოდა, ოჯახის დატოვების შემდეგ კი შინ აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით, გლურჯიძე ოჯახის წევრებს ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში, იზოლატორში იმყოფებოდა.

სუსის ინფორმაციით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×