რეზონანსი
18.10.2022

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, ვაკის პარკის შადრევნის პროექტში მითითებულია, რომ ტუმბო უნდა ყოფილიყო ჩაძირული, შესაბამისად, ის გარეთ ვერ იქნებოდა.

ასე უპასუხა მან შპს „ელ ემ სის" წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გამოტანილი და რომ პროექტი მათთვის გაუგებარი მიზეზით არის შეცვლილი.

„პროექტში ნათლად არის მითითებული, თუ რა ტიპის ტუმბოები უნდა იყოს დამონტაჟებული. მე ამობეჭდილი მაქვს პროექტიდან ტუმბოს ტიპი - ეს „ჩაძირული ტუმბო მრგვალ შადრევანზე". მითითებულია, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩაძირული, შესაბამისად, ტუმბო გარეთ ვერ იქნებოდა. ასევე გვაქვს ნახაზი, სადაც არის მითითებული, სად და რამდენი ტუმბო უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული. ეს ნახაზი არის დამოწმებული ავტორის მიერ. ხელშეკრულებაში ნათლად არის აღწერილი 3.8 პუნქტი, სადაც არის მისი ვალდებულება: პროექტის ნებისმიერი ცვლილება, პროექტის მსვლელობისას საპროექტო ზედამხედველობის გაწევა. ეს ადამიანი იყო ჩართული როგორც სამშენებლო პროცესში, ასევე გახსნამდე, როცა თუნდაც სიუჟეტები მზადდებოდა, ეს ადამიანი ადგილზე იყო, ზუსტად იცოდა, როგორ განხორციელდა სამუშაოები და არც ერთხელ არ დაუფიქსირებია არანაირი პრობლემა არც ჩვენთან და არც კონტრაქტორთან", - აცხადებს ანდრია ბასილაია.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×