რეზონანსი
18.10.2022

ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი ირან-აზერბაინაჯის შესაძლო ომთან დაკავშირებით, პოსტს ასოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"ირანმა აზერბაიჯანის საზღვარის სიახლოვეს ახალი მსხვილმასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობს ათეულ ათასობით ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა.

პარალელურად, ირანელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის შეცვლის მცდელობას, რაც ნიშნავს, რომ ამ სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის განახლების შემთხვევაში ირანმა შეიძლება ომი დაიწყოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

მაგრამ ამ შემთხვევაში არც აზერბაიჯანი იქნება მარტო. მის მხარეს იქნებიან თურქეთი და ისრაელი.

ფოტოზე წვრთნებში მონაწილე ირანული სატანკო ნაწილები", - წერს ზურა ბატიაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×