რეზონანსი
18.10.2022

გირჩის წევრი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში "კანონიერი ქურდების" უფლებებს დაიცავს. პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ხვიჩიამ თქვა, რომ კანონი "ქურდული სამყაროს შესახებ" ადამიანის რწმენის თავისუფლების შეზღუდვაა.

"ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ იმის მიუხედავად, შევძლებთ თუ არა კონკრეტული ქმედების დამტკიცებას, შევძლებთ თუ არა დამტკიცებას, რომ ადამიანს ორგანიზებული ბანდა ჰქონდა შექმნილი ან იყო თუ არა ორგანიზატორი, წამქეზებელი, დამხმარე. იმის გამო, რომ ის რაღაც რწმენას აღიარებს, რაღაცის სჯერა, ქართული კანონმდებლობით გამოვაცხადეთ კრიმინალებად. ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში. 

ფაქტობრივად, ამ კანონის მიღებით ჩვენ შემოვიღეთ სასჯელის ახალი ფორმა, რომელიც ისე არ გვაქვს და აკრძალულია ქვეყნის კონსტიტუციით - ეს არის ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევა. თუ თავს არ მოვიტყუებთ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ე.წ. ქურდებთან ბრძოლა 2 ათწლეულის განმავლობაში, სინამდვილეში ახალი სანქციის გამოკვეთას ისახავს მიზნად - ეს არის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ეს არის ქვეყნიდან გაძევება, გადასახლება სხვა ქვეყანაში. პასპორტსაც არ ვუახლებთ, ჩვენ არ ვაძლევთ ამ ადამიანების ოჯახის წევრებს მოსვენებას, არ ვაძლევთ დაბადების მოწმობებს ამ ადამიანების შვილებს, ვავიწროებთ ოჯახს. ჩვენ დროზე უნდა შევცვალოთ ასეთი დამოკიდებულება. რაც არ უნდა არაპოპულარული უნდა იყოს ეს. ადამიანი უნდა დაისაჯოს მიერ მიერ ჩადენილი ქმედების გამო და არა იმ რწმენის გამო, რომელიც სჯერა. არ შეიძლება ადამიანის დასჯა ლაპარაკის გამო", - თქვა ხვიჩიამ.

მისივე განცხადებით, სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში ამ ადამიანების უფლებებისთვის იბრძოლებს, თუმცა არა იმიტომ, რომ "რომელმე კანონიერ ქურდს იცნობს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×