რეზონანსი
18.10.2022

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, იტალიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო.

"მადლობელი ვართ იტალიის მთავრობისა და მისი თავდაცვის მინისტრის, ლორენცო გუერინის, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მოწოდებისთვის. ეს დაგვეხმარება მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა რუსული აგრესიისგან. უკრაინა დიდად აფასებს თქვენს მხარდაჭერას!" - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

იტალიური მედიის ცნობით, 7 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ იტალიის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში გასაგზავნად სამხედრო დახმარების მეხუთე პაკეტს ამზადებს. მედიის ინფორმაციით, მეხუთე უწყებათაშორისი დადგენილება უკრაინის სახელმწიფო ორგანოებისთვის სამხედრო აღჭურვილობისა და მასალების გაგზავნას ითვალისწინებს.

გასული წლის გაზაფხულზე, წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა მთავრობას უფლება მისცეს უკრაინაში იარაღის გაგზავნა ყოველი ახალი განკარგულების სავალდებულო კენჭისყრის გარეშე, მინიმუმ ამ წლის ბოლომდე მომხდარიყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×