რეზონანსი
18.10.2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთი საუკუნეების მანძილზე სიღარიბეშია, ამიტომ მას სძულს თანამედროვე ცივილიზაცია.

"რუსეთი საუკუნეების მანძილზე სიღარიბეშია. ამიტომ, მას სძულს თანამედროვე ცივილიზაცია და სურს შექმნას ევროპაში სიცივის, შიმშილისა და ბარბაროსობის ზონა. ის სისტემატურად ცდილობს გაანადგუროს ინფრასტრუქტურული ობიექტები უკრაინაში, ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმით. გამოსავალი? საჰაერო/სარაკეტო თავდაცვა," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

დღეს დილით რუსეთმა უკრაინაში რამდენიმე ქალაქი დაბომბა, მათ შორის, კიევი, ხარკივი, მიკოლაივი, ჟიტომირი. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

უკრაინის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს დნეპრში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. სარაკეტო იერიშები დაფიქსირდა ჟიტომირის ენერგომომარაგების ობიექტებზე, ასევე სამი დარტყმა იყო კიევის მარცხენა სანაპიროს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია დარტყმების შესახებ კრივოი როგსა და მიკოლაივში. მიკოლაევის ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რაკეტები მოხვდა ყვავილების ბაზარსა და ორსართულიან სახლს. ნანგრევების ქვეშ კაცის ცხედარი იპოვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×