რეზონანსი
18.10.2022

საქართველოს პროკურატურამ შპს "ხელვაჩაურის წყალკანალის" ყოფილი დირექტორი, დავით მიქელაძე ყალბი საბუთების დამზადებისა და ნახევარი მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით დააკავა.

პროკურატურამ დაკავების შემდეგ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ მიქელაძე აფორმებდა შრომით ხელშეკრულებას პირებთან, შემდეგ უკვე საბიუჯეტო სახსრებიდან ურიცხავდა მათ თანხას, თუმცა ეს ხელშეკრულებები იყო ფიქტიური და ეს ადამიანები არ იყვნენ დასაქმებული ხელვაჩაურის წყალკანალში. ჯამში, დაახლოებით 520 000 მილიონი ლარის ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან ხელვაჩაურის წყალკანალის ყოფილ დირექტორს.

ამ თემაზე დღეს ბრიფინგი გამართეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ოპოზიციური პარტიის მერობის ყოფილი კანდიდატი, მიშა ბოლქვაძე აცხადებს, რომ ეს არის სისტემური დანაშაული და ანალოგიური ვითარება და პრობლემებია ხელვაჩაურის სხვა აიპებსა და სიპებში.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახლანდელი ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მათ ამ დანაშაულთან კავშირი არ აქვთ და არც ინფორმაცია ჰქონიათ პროკურატურის განცხადებამდე. ხელვაჩაურის მაშინდელი მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე კონკრეტულ ბრალდებებს არ პასუხობს და ამბობს, რომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს.

დავით მიქელაძე გუშინ დააკავეს. ის ხელვაჩაურის წყალკანალის დირექტორად 2019-2021 წლებში მუშაობდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×