რეზონანსი
18.10.2022

იჩქარეთ, თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე დარჩა. 

ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც წელს უკვე მეშვიდედ იმართება. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

 წელს ბიზნესდაჯილდოება წარმოდგენილია შემდეგი ნომინაციებით: 

საუკეთესო პროდუქტი 

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი 

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა

გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში

ტრადიციულად წელსაც სიახლეა დაჯილდოების ნომინაციებს შორის, არსებულ ნომინაციებს დაემატა ერთი ახალი: 

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება 

ასევე, წელს ბიზნესდაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ - გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის.

 ნაწილობრივ იცვლება გამარჯვებულების გამოვლენის წესიც. წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში  მომხმარებლებიც ჩაერთვებიან,  კერძოდ, ისინი 2 ნომინაციაში - საუკეთესო პროდუქტი და გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება, საუკეთესო ბიზნესების გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას. 

 პროექტის პარტნიორები წელსაც არიან VISA (მთავარი სპონსორი), ფონდი EFSE და „აწარმოე საქართველოში“.  UN Women-მა წელს პირველად დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) - მწვანე ინიციატივებისთვის. კიდევ ერთი პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას, არის კვლევით ი კომპანია ANOVA.  

გამარჯვებულები დაჯილდოების ფინალური ღონისძიებაზე, დეკემბერში გამოვლინდება. 

თუ ჯერ არ ხარ ბიზნესდაჯილდოების მონაწილე, განაცხადი შეგიძლია შეავსო აქ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×