რეზონანსი
18.10.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„ყველა შეგვძრა თბილისში, ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ. ასეთ დროს თანაგრძნობის ყველა სიტყვა ფერმკრთალდება. მინდა, რომ თქვენი და ჩემი სახელით გამოვხატო იმ მწუხარების თანაზიარება, რომელსაც განიცდიან მარიტა მეფარიშვილის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს, თუმცა, ამ ტრაგედიას, სამწუხაროდ, აღარაფერი ეშველება",-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×