რეზონანსი
18.10.2022

ოქტომბრის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 425 ბავშვი დაიღუპა, 815-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დროებით ოკუპირებული და გათავისუფლებული ტერიტორიებიდან მიღებული ცნობების გადასამოწმებლად.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსულმა აგრესიამ ყველაზე მეტად დონეცკის, ხარკოვის, კიევის, მიკოლაევის, ზაპოროჟიესა და ლუგანსკის რეგიონებში მცხოვრები ბავშვები დააზარალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×