რეზონანსი
18.10.2022

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა, დაგორდა ლოდები.

მათი ინფორმაციით, ადგილი, სადაც ლოდები დაგორდა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით არის. მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია.

„სსიპ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები).

თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით.

მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×