რეზონანსი
15.10.2022

საშინელი ტრაგედიაა, განადგურებულები ვართ ყველა, - განაცხადა ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მისულმა ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა ჟურნალისტებთან საუბარში.

„განადგურებულები ვართ ყველა, რა უნდა გითხრათ, არც ვიცი. მარიტა ნაკრების წევრი იყო და ჩემს თვალწინ არის გაზრდილი. რომელი ერთი მიღწევა გავიხსენო, საქართველოს ჩემპიონი იყო და მისი ცხოვრება იყო სკოლა და შემდეგ ჩოგბურთი. საშინელი ტრაგედიაა, ყველა განადგურებულები ვართ და ძალიან მიჭირს საუბარი",- განაცხადა ალექსანდრე მეტრეველმა.

ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილი დაკრძალეს. მოზარდი უკანასკნელ გზაზე ვაკის სამების ეკლესიიდან გააცილეს.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×