რეზონანსი
15.10.2022

უკრაინაში 10 ოქტომბერს დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია სამშობლოში ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ახლობლები და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

44 წლის ედიშერ კვარაცხელია რუსეთის ძალების მორიგ სარაკეტო იერიშს დონეცკის ოლქში ემსხვერპლა. ის 10 წელი უკრაინაში ცხოვრობდა და ომის დაწყების დღიდან იბრძოდა. ედიშერ კვარაცხელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა. უკრაინაში კი 2014 წლიდან იბრძოდა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 20 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×