რეზონანსი
15.10.2022

13 ოქტომბერს ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდი 15:00 საათამდე ვაკის სამების ტაძარში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც მარიტა მეფარიშვილის ცხედარი „მზიურის" კორტებზე მიასვენეს.

მარიტას საბოლოოდ გამოემშვიდობნენ მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები.

ტაძარში მივიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ამოღების დროს კი, მათ დენმა დაარტყა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×