რეზონანსი
15.10.2022

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინაში, პირველ რიგში, საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვეს, ვინ არის მართალი და ვინ - დამნაშავე.

„ვიცით, რომ ეს ცუდია. ომი ყოველთვის ცუდია. მე ცოტა ხნის წინ ვთქვი, რომ მსოფლიო ახლა პრობლემით არის დაკავებული და ეძებენ პასუხს კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე. მისმინეთ, შემდეგ გავარკვიოთ, ვინ არის დამნაშავე. ყოველდღე ხალხი კვდება. მოდით, ომი შევაჩეროთ და შევთანხმდეთ. შემდეგ კი გავარკვევთ, ვინ არის მართალი და ვინ - დამნაშავე. ალბათ, ეს ნორმალური ფორმულაა", - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე მტკიცებით, ბელარუსი არ აპირებს უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში ჩართვას, მითუმეტეს, რომ ამას არც რუსეთი სთხოვს.

„ჩვენ იქ არავინ მოგვიკავს და არც არავის მოკვლას ვაპირებთ, ჯერ ერთი, არავინ გვთხოვს ამ ოპერაციაში მონაწილეობას, ამ შემთხვევაში რუსეთი, და არც ვაპირებთ მასში ჩართვას", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×